JFDP ლექტორთა გაცვლითი პროგრამა

15-06-2009
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები
 
ლექტორთა გაცვლითი პროგრამა - JFDP
2009-2010 აკადემიური წლისათვის
 
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები აცხადებს JFDP ლექტორთა გაცვლით პროგრამას 2009-2010 აკადემიური წლისათვის. პროგრამა ითვალისწინებს უმაღლეს სასწავლებელთა ლექტორების ხუთთვიან სტაჟირებას შეერთებული შტატების უმაღლეს სასწავლებლებში. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მიერ.
 
პროგრამა გათვლილია სასწავლო პროგრამის განვითარებისა და სამასწავლებლო თვისებების შეძენისათვის.
 
კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლების მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნის  მაღალი დონე. კანდიდატებს უნდა შეეძლოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება 2010 წლის იანვრიდან მაისის ბოლომდე.
 
ანკეტები შეგიძლიათ მიიღოთ საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ოფისში, უმაღლეს სასწავლებლებში ან ინტერნეტით http://www.jfdp.org/ მისამართზე.
 
ანკეტების ჩაბარების ბოლო ვადაა 7 აგვისტო, 2009.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ოფისს:
 
პროგრამის კოორდინატორი - ირმა ბარბაქაძე
 
ი.ჭავჭავაძის გამზირი ¹27/29
თბილისი, 0179
ტელ.: 29-21-06 / 91-32-72 / 91-32-52.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები