შპს “ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი” სტუ-ს სტუდენტებს შეხვდა

01-06-2009
შპს “ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი” სტუ-ს სტუდენტებს შეხვდა
 
1 ივნისს სტუ-ში გაიმართა შპს “ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის” შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებთან.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს რექტორმა, პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები.
კომპანიამ პრეზენტაცია გააკეთა თავისი საქმიანობის, წარმოებისა და კადრების განვითარების შესახებ. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე, ვრცლად ისაუბრეს სტუდენტებისათვის საინტერესო პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე კომპანიამ დამსწრე საზოგადოებას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები