საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნა

28-05-2009
სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
“სურსათის უვნებლობის პრობლემები”
 
 
28 მაისს სტუ-ში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე “სურსათის უვნებლობის პრობლემები”. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი; საქართველოს საინჟინრო აკადემია.
 
კონფერენცია გახსნა სტუ-ს რექტორმა, პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ სსაუ-ს რექტორი, პროფ. გელა ჯავახიშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი გოგუაძე და ოთარ თოიძე-პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თავმჯდომარე; საპატრიარქოს წარმომადგენელი მეუფე დავითი.
 
 
პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა წამოაყენა წინადადება, რომ უმოკლეს ვადებში აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად  ჩამოყალიბდეს მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც პარლამენტთან შეთანხმებითა და საკანონდებლო ბერკეტების გამოყენებით შეისწავლის სურსათის უვნებლობის პრობლემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს.
 
კონფერენციაზე იმუშავებს ხუთი სექცია:
  • “ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული მიწათმოქმედების სურსათის წარმოება”
  • “ბიო და ნანოტექნოლოგიები სურსათის წარმოებაში”
  • “კვების პროდუქტების წარმოების უსაფრთხოება”
  • “სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგია”
  • “კვებისა და სამაცივრო საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესები და მოწყობილობები”
კონფერენცია მუშაობას დაასრულებს 29 მაისს, 16:00 საათზე, სადაც წარმოდგენილი იქნება:
  • სექციების მუშაობის ანგარიში;
  • შესაბამისი დადგენილების მიღება.
 
 
 
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები