საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

29-05-2009
სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
“სურსათის უვნებლობის პრობლემები”
 
 
28 – 29 მაისს სტუ-ში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “სურსათის უვნებლობის პრობლემები” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს საინჟინრო აკადემიის ორგანიზატორობით.
 
 
 
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი სექციები:
  • “ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული მიწათმოქმედების სურსათის წარმოება”
  • “ბიო და ნანოტექნოლოგიები სურსათის წარმოებაში”
  • “კვების პროდუქტების წარმოების უსაფრთხოება”
  • “სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგია”
  • “კვებისა და სამაცივრო საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესები და მოწყობილობები”
პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა წამოაყენა წინადადება, რომ უმოკლეს ვადებში აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად ჩამოყალიბდეს მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც პარლამენტთან შეთანხმებითა და საკანონდებლო ბერკეტების გამოყენებით შეისწავლის სურსათის უვნებლობის პრობლემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს.
 
კონფერენციაზე წარმოდგენილი აქტუალური საკითხების მიხედვით განიხილეს დადგენილების შინაარსი, სამოქმედო გეგმა, რის საფუზველზეც საბოლოოდ მიიღეს აღნიშნული დადგენილება.
 
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები