პრესრელიზი

21-05-2009

 
ღია კარის დღე მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის
 
 
21 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის ღია კარის დღეს ჩაატარა.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს რექტორმა, პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი ნიკა გვარამია; გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მაია მიმინოშვილი და ასევე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლები.
გამომსვლელებმა მაგისტრანტობის კანდიდატებს დეტალურად გააცნეს საერთო სამაგისტრო გამოცდის როგორც პროცედურული, ისე შინაარსობრივი მხარე. უპასუხეს მაგისტრანტობის მსურველთა შეკითხვებს.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრანტებს სახელმწიფო დააფინანსებს. გამოცდის შედეგების მიხედვით მაგისტრანტისთვის გაიცემა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი. საგრანტო დაფინანსებას 1000-მდე მაგისტრანტი მიიღებს.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები