თანამშრომლობის მემორანდუმი

21-05-2009
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და სტუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა
 
21 მაისს სტუ-ს სტუმრობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, ბატონი დიმიტრი შაშკინი.
მსჯავრდებული პირებისათვის განათლების მიღების უზრუნველყოფისა და ხელშეწყობის მიზნით ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შორის. სწავლების კონკრეტულ მიმართულებებს, ფორმებსა და მეთოდებს მხარეები განსაზღვრავენ შეთანხმების გზით. უპირატესობა მიენიჭება დისტანციური სწავლების მეთოდს.
 
არსებული შესაძლებლობების ფარგლებში უნივერსიტეტი სამინისტროს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს ჰუმანიტარულ და ტექნიკურ სფეროებში, - განაცხადა რექტორმა.
 
თავის მხრივ, აუცილებლობის შემთხვევაში სამინისტრო უზრუნველყოფს უნივერსიტეტის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობას სამინისტროს საკონსულტაციო ორგანოში.
ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ შევქმნათ სათანადო პირობები ამ მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად, - განაცხადა მინისტრმა. 
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები