კარატეს ჩემპიონატი

08-05-2014

საერთაშორისო კარატეს ჩემპიონატი

Open Georgia 2014

საქართველოს ნაციონალური კარატე ფედერაცია ატარებს რიგით მე-2 საერთაშორისო კარატეს ჩემპიონატს ( Open Georgia 2014), რომელიც ჩატარდება თბილისში 24, 25 მაისს. შეჯიბრში მონაწილეობას იღებს 20 ქვეყანაზე მეტი წარმომადგენელი.

საქართველოს კარატე ფედერაცია აცხადებს მიღებას შეჯიბრის ორგანიზატორებზე. მონაწილეობას მიიღებს 25 სტუდენტი გოგონა, რომლებიც კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას, რათა შეძლონ კომუნიკაცია სხვა ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლებთან. შეჯიბრის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ უნიფორმას და ყოველდღიურ საკვებს შეჯიბრის განმავლობაში, ასევე სერთიფიკატებსა და სუვენირებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სტუდენტურ თვითმმართველობა: ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ტელ: 2 36 51 29;   

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო: ჩოლოყაშვილის გამზ. 9ა ტელ: 2 96 31 89.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები