პრაქტიკული სემინარი

10-04-2014
პრაქტიკული სემინარი
 ხელოვნური ნეირონული ქსელები
14 აპრილს, 16:00 სთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის IX კორპუსში, II სართულზე, "Tempus"–ის საწარმოებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ცენტრში ჩატარდება პრაქტიკული სემინარი ხელოვნური ინტელექტის ერთ–ერთ მოწინავე მიმართულებაზე: "ხელოვნური ნეირონული ქსელები".
 სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
  1.  ხელოვნური ნეირონული ქსელების ამჟამინდელი მდგომარეობა, ისტორია, პერსპექტივები (თეორია);
  2.  ჰოპფილდის ნეირონული ქსელის მუშაობის პრინციპი (პრაქტიკა);
  3.  ჰეტეროასოციაციური მეხსიერება ნეირონულ ქსელში (პრაქტიკა);
სემინარს გაუძღვება ასოც. პროფესორი მიხეილ ქანთარია, დასწრება თავისუფალია.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები