სტუ-ში ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა, ანტონიო ბუონფილიომ, საჯარო ლექცია წაიკითხა

სტუ-ში ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა, ანტონიო ბუონფილიომ, საჯარო ლექცია წაიკითხა

 

სტუ-ში ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა, ანტონიო ბუონფილიომ, საჯარო ლექცია წაიკითხა

04-04-2024
სტუ-ში ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა,  ანტონიო ბუონფილიომ, საჯარო ლექცია წაიკითხა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა ანტონიო ბუონფილიომ საჯარო ლექცია, თემაზე - „ალქიმიური ტრანსფორმაცია, ხელუხლებელი ნივთიერებიდან ამაღლებულ ქმნილებებამდე“(Alchemic transformation, from pristine matter to sublime creations),  წაიკითხა.

ანტონიო ბუონფილიომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს გააცნო თავისი შემოქმედება. იტალიელმა დიზაინერმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა მასალებზე და მათ გამოყენებაზე, მნიშვნელობაზე, ტექნიკურ საკითხებზე და პრობლემებზე.

ცნობილი იტალიელი დიზაინერი საქართველოში ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოიწვია. როგორც დიზაინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერი ნინო ახობაძე აცხადებს, ანტონიო ბუონფილიოს საქართველო ძალიან უყვარს და დიდი სიხარულით დათანხმდა სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით წარმსდგარიყო.


„ანტონიო ბუონფილიო არის მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე.  მისი პირველი საერთაშორისო, პერსონალური გამოფენა - Kunst im Kreisehaus, 2003 წელს შედგა. გამოფენის ციკლი გაგრძელდა ევროპის მასშტაბით. მან მოღვაწეობა დაიწყო როგორც მხატვარმა, შემდეგ კი გადავიდა კერამიკასა და ქანდაკებაში.  ანტონიო ბუონფილიო მუშაობს სხვადასხვა მასალაში, მათ შორის მარმარილოში, ქვასა და სხვადასხვა ლითონში. არის ერთ-ერთი საუკეთესო თავის პროფესიაში, ამდენად, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტების წინაშე მისი საჯარო ლექციით წარდგენა, ჩვენი ფაკულტეტის მუშაობის ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დიზაინის საერთაშორისო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ცნობილ დიზაინერებთან, დარგის მაღალრეიტინგულ პროფესიონალებთან. ისინი ჩამოდიან ჩვენთან და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციებს მართავენ, რაც მომავალი  დიზაინერების ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს“, - განაცხადა ნინო ახობაძემ.

ცნობილი იტალიელი დიზაინერი, სამომავლოდ გეგმავს დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის სამდღიანი ვორქშოფის ჩატარებას.

სიახლეებში დაბრუნება