სტუ-ში ტრენინგ კურსი “ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები” იწყება

სტუ-ში ტრენინგ კურსი “ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები” იწყება

 

სტუ-ში ტრენინგ კურსი “ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები” იწყება

12-03-2024
სტუ-ში ტრენინგ კურსი “ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები” იწყება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტი, 14 -დან 24 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ტრენინგ კურსს “ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები” იწყებს. ოთხკვირიანი კურსი, 1 აპრილს დაიწყება და 1 მაისამდე გაგრძელდება. შეხვედრების ნაწილი ონლაინ რეჟიმშიც გაიმართება. მონაწილეებს კონკრეტული კალენდრის და ფორმატის შესახებ, ინფორმაცია კურსის დაწყებამდე მიეწოდებათ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის ფარგლებში, ტრენინგი უსასყიდლოდ ტარდება და მისი დასრულების შემდეგ, მონაწილეებს  სერტიფიკატები გადაეცემათ. 

კურსებზე დასწრება,  საქართველოს ნებისმიერი სკოლის 10-12 კლასის მოსწავლეებსა და ყველა ფაკულტეტის ბაკალავრებს შეუძლიათ.

ტრენინგ კურსი ეხმაურება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონცეფციას, რომ ადამიანის უფლებები ვრცელდება როგორც ონლაინ, ისე რეალურ სამყაროში, რადგან მოვლენებმა, რომლებიც ონლაინ ხდება, შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე.

კურსი მიზნად ისახავს: გამოხატვის თავისუფლების, კონფიდენციალურობის, თანასწორობის უფლებისა და ხელოვნური ინტელექტის კვეთას, რომელიც ბადებს მნიშვნელოვან კითხვას - ხელოვნური ინტელექტი აძლიერებს თუ საფრთხეს უქმნის ადამიანის ღირსებას?

კურსის ფარგლებში, მსმენელები მიიღებენ ცოდნას, როგორ მოქმედებს ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურ უფლებებზე, რა უპირატესობები აქვს და რა რისკები ახლავს მის გამოყენებას.  კრიტიკული აზროვნებისა და  მონაცემთა წიგნიერების უნარების განვითარებით, შეძლებენ  შეაფასონ  ეთიკური დილემები და გამოწვევები;  ასევე  ხელოვნური ინტელექტის სისტემების რომელი დიზაინი უწყობს ხელს ადამიანის უფლებების დაცვას.

ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ადამიანებს, მაგრამ მისი გამოყენების შესახებ ცოდნა, მსმენელს შრომის პროდუქტიულობის გაზრდაში დაეხმარება. 

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს შეეძლებათ ახსნან, თუ როგორ ვლინდება მიკერძოება და დისკრიმინაცია ხელოვნური ინტელექტის პირობებში, როგორ მოქმედებს ადამიანის უფლებებზე ხელოვნური ინტელექტი (AI), რა სტრატეგიები არსებობს მანქანური სწავლების მიკერძოების შესამცირებლად და რა როლი აქვთ ალგორითმებს AI-ის ეთიკური განვითარებისა და გამოყენების გასაუმჯობესებლად.

ტრენინგს გაუძღვებიან:

მარიამ ცაცანაშვილი - პროფესორი, სტუ - ის  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის  საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დირექტორი;

სულხან ტაბატაძე - მოწვეული ასისტენტ-პროფესორი, IT სპეციალისტი

ქეთევან ცაცანაშვილი - საჯარო მმართველობის დოქტორი, ინოვაციების მართვის მკვლევარი.

ტრენინგ კურსებზე დასწრების მსურველებმა, განაცხადი უნდა გააგზავნონ  20 მარტამდე.

სარეგისტრაციო ბმული

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს: ქეთევან ცაცანაშვილის - მობ: 555 16 32 32

სიახლეებში დაბრუნება