სტუ - ის რექტორი კოლეგა ქალბატონებსა და სტუდენტებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

სტუ - ის რექტორი კოლეგა ქალბატონებსა და სტუდენტებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

 

სტუ - ის რექტორი კოლეგა ქალბატონებსა და სტუდენტებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

08-03-2024
სტუ - ის რექტორი კოლეგა ქალბატონებსა და სტუდენტებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ დარგებში მოღვაწე ყველა ქალბატონს - ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და სტუდენტებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და კურსდამთავრებულებს -  ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„ნებისმიერი ქვეყნის საყრდენი ძალა, კეთილდღეობისა თუ ძნელბედობის ჟამს, ქალები არიან. მშვიდობასა და ქვეყნის აღმშნებლობაშიც ქალების როლი ფასდაუდებელია, რადგან ქალებზე უკეთ არავინ იცის მშვიდობის ფასი და მათზე ზუსტად ვერავინ ჭვრეტს მოსალოდნელ საფრთხეებს. ქალები ზრდიან მომავალ თაობებს, რომელთათვისაც ფასეულია ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა, თავისუფლების, ტოლერანტობის, თანასწორობის პრინციპების ერთგულება. ეს კი ღირსეული, სამართლიანი, მშვიდობიანი და განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობაა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტეტში, ათეულობით წელია, ურთულეს საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სპეციალობებს, ვაჟებთან ერთად, სტუდენტი გოგონები ეუფლებიან, უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წრეებში, როგორც საინჟინრო, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით, საპატიო ადგილს ქალები იკავებენ.

 

ჩვენს უნივერსიტეტში მოღვაწე ქალბატონების საქმიანობა კვლავაც ადასტურებს, რომ არ არსებობს პროფესიული დისკრიმინაცია. საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ის სივრცე, სადაც დაცულია ქალთა უფლებები, სადაც შექმნილია ყველა პირობა ქალ მეცნიერთა და პედაგოგთა განვითარებისთვის, კვლევების ინტერნაციონალიზაციისთვის. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სადაც მნიშვნელოვან თანამდებობებს ქალები იკავებენ, ყოველმხრივ ცდილობს ხელი შეუწყოს, როგორც გამოცდილ, ასევე ახალგაზრდა მკვლევარ ქალებს, სტუდენტ გოგონებს, რომელთა შორის არაერთი - იმედისმომცემი და პერსპექტიულია.

საქართველოს მომავალი დიდად არის დამოკიდებული სწორედ თქვენზე, ჩვენო სასიქადულო ქალბატონებო! გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში, სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობაში, თქვენი ოჯახების, უნივერსიტეტისა და საქართველოს საკეთილდღეოდ.“

სიახლეებში დაბრუნება