სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორად პროფესორი ვაჟა პაპასკირი აირჩია

სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორად პროფესორი ვაჟა პაპასკირი აირჩია

 

სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორად პროფესორი ვაჟა პაპასკირი აირჩია

16-02-2024
სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორად პროფესორი ვაჟა პაპასკირი აირჩია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბილიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე პროფესორი ვაჟა პაპასკირი აირჩიეს.

ვაჟა პაპასკირი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, ხმათა სრული უმრავლესობით აირჩია.

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბილიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების დანიშვნის შესახებ აკადემიურმა საბჭომ მიმდინარე წლის 18 იანვარს გამოსცდა დადგენილება, რომლის თანახმადაც არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 2024 წლის 2 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. არჩევნების დღედ კი - 16 თებერვალი. ვაკანსიაზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მოქმედმა დირექტორმა, პროფესორმა ვაჟა პაპასკირმა წარადგინა, რომლის სამოქმედო გეგმას, აკადემიური საბჭო 14 თებერვალს გაეცნო.

 

სიახლეებში დაბრუნება