პრემიერ-მინისტრის ვიზიტი

28-03-2009
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტუ-ში
 
27 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ნიკა გილაური. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი და პროფესორ-მასწავლებლები.
მინისტრმა შეხევდრაზე აღნიშნა, რომ სახელმწიფო სრულად დააფინანსებს იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს გამოცდები; ასევე, დაფინანსებას მიიღებენ ის წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურაში (მაგისტრანტთა დაახლოებით 10%).
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ენერგეტიკასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები