საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ ირაკლი ქვარაიას 70 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ ირაკლი ქვარაიას 70 წლის იუბილეს ულოცავს

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ ირაკლი ქვარაიას 70 წლის იუბილეს ულოცავს

17-01-2024
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ ირაკლი ქვარაიას 70 წლის იუბილეს ულოცავს


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე,  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების, ასევე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელით, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორს, ირაკლი ქვარაიას 70  წლის იუბილეს ულოცავს.

„ბატონო ირაკლი, მთელი გულითა და პატივისცემით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - 70 წლის იუბილეს და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 24-ე წლისთავს. მილოცვას უერთდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი და სტუდენტები. სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის მიმართულებით, მრავალი წელია პროფესიონალ კადრებს ზრდით და სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, მშენებლობის ექსპერტის რანგში, აქტიურად ხართ ჩართული მნიშვნელოვანი ურბანული პროექტების განხორციელებაში, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი გამოცდილებაა სტუდენტებთან ურთიერთობისა და სამშენებლო დარგის ახალგაზრდა სპეციალისტთა ფორმირების პროცესში. მრავალფეროვანია თქვენი, როგორც მკვლევრის ინტერესების სფერო და მიმართულებები, რაც მშენებლობის ტექნოლოგიის, საშენი მასალებისა და კონსტრუქციების სეისმომედეგობის კვლევის გარდა, მოიცავს ეკონომიკას, ტურიზმს, საქალაქო მართვას, ხელოვნებათმცოდნეობას და თავმოყრილია თქვენს კვლევებსა და სამეცნიერო ნაშრომებში. საქართველოს ტექნიკური უნოივერსიტეტის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო ირაკლი, გისურვებთ დღეგრძელობასა და წარმატებებს!“, - აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი და მკვლევარი ირაკლი ქვარაია 7 მონოგრაფიის, 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორია. 

 

სიახლეებში დაბრუნება