საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და სენატმა კარლო კოპალიანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩია

28-12-2023
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და სენატმა კარლო კოპალიანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, მეორე ვადით არჩეულ იქნა პროფესორი კარლო კოპალიანი.

კარლო კოპალიანი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, ხმათა სრული უმრავლესობით -  39 მომხრე არცერთი მოწინააღმდეგე, აირჩია და არჩევნების შედეგები დასამტკიცებლად სტუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს (სენატი) გადაუგზავნა. თავის მხრივ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ფარული კენჭისყრის შედეგად, კანცლერის თანამდებობაზე დამტკიცებულ იქნა პროფესორი კარლო კოპალიანი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სენატის წევრების საერთო რაოდენობის 86%-მა - 86 წევრიდან 76-მა, კანცლერის პოზიციაზე კარლო კოპალიანის დამტკიცებას ხმა 75-მა წევრმა მისცა, ერთი ბიულეტენი გაუქმდა ტექნიკური ხარვეზის გამო.

სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების დანიშვნის შესახებ აკადემიურმა საბჭომ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გამოსცდა დადგენილება, რომლის თანახმადაც არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 2023 წლის 11 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. არჩევნების დღედ კი - 25 დეკემბერი. ვაკანსიაზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, მოქმედმა კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა წარადგინა, რომელის სამოქმედო გეგმას, აკადემიური საბჭო და სენატი 22 დეკემბერს გაეცნო.

ინფორმაციისთვის, კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე პირველი ვადით სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ და სენატმა 2020 წელს აირჩია.

სიახლეებში დაბრუნება