სტუ-ში, საერთაშორისო ციკლური ლექცია-სემინარების ფარგლებში, ახალი თაობის ბიომასალებისა და სამედიცინო იმპლანტების შესახებ იმსჯელეს

სტუ-ში, საერთაშორისო ციკლური ლექცია-სემინარების ფარგლებში, ახალი თაობის ბიომასალებისა და სამედიცინო იმპლანტების შესახებ იმსჯელეს

 

სტუ-ში, საერთაშორისო ციკლური ლექცია-სემინარების ფარგლებში, ახალი თაობის ბიომასალებისა და სამედიცინო იმპლანტების შესახებ იმსჯელეს

21-12-2023
სტუ-ში, საერთაშორისო ციკლური ლექცია-სემინარების ფარგლებში, ახალი თაობის ბიომასალებისა და სამედიცინო იმპლანტების შესახებ იმსჯელეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაულტეტისა და საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო ლექცია-სემინარი თემაზე - „ნანოტექნოლოგია  რეალურ  ცხოვრებაში:  ბიომასალები  და  სამედიცინო  იმპლანტების  ახალი თაობა“ (Nanotechnology in Real Life Applications: New Generation of Biomaterials and Medical Implants) გაიმართა.

საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, პროფესორ პაატა კერვალიშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, დეპარტამენტის პროფესორების - ლალი ჩახვაშვილის, გელა გოდერძიშვილის, თამარ ბერბერაშვილისა და სხვათა მონაწილეობით, ასევე, სტუ-ის ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების ჩართულობით, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ, ჰიბრიდულ ფორმატში, რეგულარულად აწყობს ციკლურ საერთაშორისო ლექცია-სემინარებს, სადაც მოხსენებით გამოდიან სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების ცნობილი მეცნიერები, დისკუსიებში კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად, უცხოელი კოლეგები ერთვებიან.

როგორც პროფესორმა პაატა კერვალიშვილმა აღნიშნა, დეკემბრის საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის მონაწილეებმა ნანოტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ახალი თაობის ბიომასალებისა  და  სამედიცინო  იმპლანტების  შესახებ ავსტრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (AIT) მეცნიერის, დოქტორი ლასლო საითის (Dr. Laszlo Sajti) მოხსენება მოისმინეს.

„დოქტორი ლასლო საითი ავსტრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპინ-ოფ კომპანია RHP-Technology-ის ცნობილი მკვლევარია, რომელიც ნანოინჟინერინგის მიმართულებას ხელმძღვანელობს და მუშაობს ნანომეცნიერების, ნანოტექნოლოგიებისა და ბიომედიცინაში მათი გამოყენების შესაძლებლობებზე.  ლექცია-სემინარზე წარმოდგენილი მისი მოხსენება - „ნანოტექნოლოგია  რეალურ ცხოვრებაში: ბიომასალები  და  სამედიცინო იმპლანტების  ახალი  თაობა“, სამეცნიერო თვალსაზრისით მრავალმხრივ საყურადღებო და საინტერესო აღმოჩნდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომლებიც ინოვაციებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ბიომასალების, იმპლანტების, მაღალი ხარისხის აპლიკაციებისა თუ პროტოტიპების განვითარებაზე მუშაობენ. ლასლო საითიმ თავის მოხსენებაში, ასევე, მიმოიხილა უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციები, წარმოგვიდგინა მათი ანალიზი და ყურადღება გაამახვილა სამედიცინო მიმართულების ინოვაციურ სფეროებში რისკების მინიმიზაციისთვის კონკრეტული კვლევითი პროექტების განხორციელების საჭიროებასა და სპეციფიკური კონცეფტების შექმნის აუცილებლობაზე. მოხსენების დასასრულს, შედგა საინტერესო დისკუსია, რომელშიც ჩაერთნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერები. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ სამედიცინო ფიზიკის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, რომლებმაც ლექცია-სემინარის მონაწილეებს ახალი თაობის სამედიცინო იმპლანტებისა და ბიომასალების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გააცნეს“, - განაცხადა პაატა კერვალიშვილმა.

საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, პროფესორ პაატა კერვალიშვილის ინიციატივით, მომავალი წლიდან ისევ განაახლებს თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ საერთაშორისო ლექცია-სემინარების ციკლს, რომელზეც ძირითადი მომხსენებლის რანგში  ცნობილი ევროპელი, ამერიკელი და იაპონელი მეცნიერები წარსდგებიან.   

 

სიახლეებში დაბრუნება