USAID-ის ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტი საქართველოში

25-03-2009

USAID-ის ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტი საქართველოში (ECI) აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სამაგისტრო პროგრამების შექმნისათვის ენერგეტიკის სფეროში.

გრანტი გაიცემა:

  1. სრული სამაგისტრო პროგრამის შემუშავებისათვის ენერგეტიკაში (მაგ: ენერგომენეჯმენტი, ენერგოპოლიტიკა, ენერგოეკონომიკა და ა.შ.);
  2. ე.წ. კონცენტრაციის/მოდულის შემუშავებისათვის ენერგეტიკაში უკვე არსებული სამაგისტრო პროგრამებისათვის ისეთ დარგებში, როგორიცაა: საინჟინრო, ეკონომიკა და ბიზნესი, სამართალი, სახელმწიფო მართვა, სოფლის მეურნეობა;
  3. ზოგადი სამაგისტრო კურსის შემუშავებისათვის ენერგეტიკაში, რომელიც იქნება არჩევითი ყველა არსებული სამაგისტრო პროგრამისათვის.

დეტალური ინფორმაცია ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტისა და საგრანტო კონკურსის პირობების შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.aiei.ge.

საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 13 აპრილი.

კონსულტაციები, საპროექტო განაცხადის დაწერასთან დაკავშირებით, ჩატარდება 2009 წლის 27 მარტს, 3 და 10 აპრილს 15:00-18:00 საათმდე ECI-ის ოფისში (მის: თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქ., ¹41, ბინა 1. ტელ: (995 32) 22 19 14; (995 32) 91 38 92).


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები