სტუ-ის სტუდენტებს სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის პროფესორმა სალექციო კურსი ჩაუტარა

სტუ-ის სტუდენტებს სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის პროფესორმა სალექციო კურსი ჩაუტარა

 

სტუ-ის სტუდენტებს სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის პროფესორმა სალექციო კურსი ჩაუტარა

13-11-2023
სტუ-ის სტუდენტებს სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის პროფესორმა სალექციო კურსი ჩაუტარა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ფარმაციისა და ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორმა ბურაკ ტუზუნმა წამალთა ტექნოლოგიის შესახებ სალექციო კურსი ჩაუტარა.

თურქი მეცნიერი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში ეწვია.

პროფესორი ბურაკ ტუზუნი Erasmus+ მობილობის კვირეულის ფარგლებში, შეხვდა სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორ ლიანა თარგამაძეს, ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და სამეცნიერო-აკადემიურ პერსონალს, რომელთაც პრეზენტაციის სახით, სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი წარუდგინა და იქ მიმდინარე პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებები გააცნო.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა თურქ კოლეგას უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის  კვლევითი მიმართულებები რამდენიმე მოხსენებით გააცნეს.

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ ლიანა თარგამაძის განცხადებით, სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთობლივი საგანმანათლებლო- სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს პროფესორმა ბურაკ ტუზუნმა წამალთა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ საინტერესო და ინფორმატიული სალექციო კურსი ჩაუტარა. თურქ გარდა ამისა, თურქ კოლეგასთან რამდენიმე შეხვედრა შედგა. განვიხილეთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკითხები, დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება და სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლით პროგრამებში უფრო აქტიურად ჩართვა. ასევე, ვისაუბრეთ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში ერთობლივი პუბლიკაციების გამოქვეყნების შესაძლებლობის შესახებ“, - აღნიშნავს ლიანა თარგამაძე.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ფარმაციისა და ქიმიის პროგრამების მაგისტრანტები და ბაკალავრები სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის პროფესორის 3-დღიან სალექციო კურსზე გაეცნენ პროფესიულ ინფორმაციას წამალთა ტექნოლოგიებში უახლესი მიღწევების, თანამედროვე მიდგომებისა და მოთხოვნების შესახებ, ასევე, ტექნოლოგიური პროცესების იმ თავისებურებებს, რომლებიც ბიოლოგიური ღირებულების მქონე მზა პროდუქტის - წამლის წარმოებასთან, ასევე, თანამედროვე მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის მუშაობის პრინციპებთან არის დაკავშირებული.   

სიახლეებში დაბრუნება