მე-14 საერთაშორისო კონფერენცია - „კერამიკული მასალები და კომპონენტები ენერგიისა და გარემოდაცვითი სისტემებისთვის“ ბუდაპეშტში გაიმართება

10-11-2023
მე-14 საერთაშორისო კონფერენცია - „კერამიკული მასალები და კომპონენტები ენერგიისა და გარემოდაცვითი სისტემებისთვის“ ბუდაპეშტში გაიმართება

2024 წლის 18–22 აგვისტოს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება მე-14 კონფერენცია - „კერამიკული მასალები და კომპონენტები ენერგიისა და გარემოდაცვითი სისტემებისთვის“ (14th International Conference on Ceramic Materials and Components for Energy and Environmental Systems, CMCEE-14).

კონფერენციაზე საპატიო პლენარული მომხსენებლის რანგში წარსდგება 2019 წლის ნობელის ლაურეატი ქიმიაში, სტენლი უიტინგემი, რომელმაც 2019 წელს პრემია ლითიუმ-იონის ბატარეების შექმნაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება 5 სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომლებზეც განიხილება ენერგეტიკასთან დაკავშირებული კერამიკული მასალებისა და კომპონენტების, მათ შორის ოქსიდური მასალების ფართო სპექტრი.

საკონფერენციო აბსტრაქტების (ზეპირი და სასტენდო) წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 იანვარი.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კონფერენციის ვებგვერდზე:

https://akcongress.com/cmcee14/

საკონტაქტო პირი:

გიორგი მუმლაძე - კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, სტუ-ის ვლ. ჭავჭანიძის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სწავლული მდივანი | g.mumladze@gtu.ge

For English please click here

სიახლეებში დაბრუნება