სტუ-ში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან და ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატთან სამუშაო შეხვედრა შედგა

სტუ-ში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან და ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატთან სამუშაო შეხვედრა შედგა

 

სტუ-ში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან და ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატთან სამუშაო შეხვედრა შედგა

31-10-2023
სტუ-ში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან და ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატთან სამუშაო შეხვედრა შედგა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი და სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს ბერგლიოტ ჰოვლანდს, ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE) ხელმძღვანელს კჟეტილ ლუნდს და პერსონალურ ასისტენტს ანა ჰაალანდ აანოს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სტუ-ის და ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების შესახებ საკითხები.

ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, თქმით, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს ოთხი სამაგისტრო სტიპენდია შესთავაზა. ნორვეგიის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, აქცენტი ორ ქართულ სახელმწიფო უნივერსიტეტზე გაკეთდა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც სამშენებლო, ასევე, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს - ბაკალავრებმა და მაგისტრებმა NTNU-ის ჰიდროენერგეტიკის განვითარების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და ნორვეგიის ცნობილ უნივერსიტეტში მეცნიერების მაგისტრის ხარისხის მოპოვების შესაძლებლობით ისარგებლეს.

„ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE) ხელმძღვანელთან კჟეტილ ლუნდსთან და მის პერსონალურ  ასისტენტთან ანა ჰაალანდ აანოსთან სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა ნორვეგიის ელჩი საქართველოში, მხარეებმა ვიმსჯელეთ ურთიერთთანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე. სტუმრები უნივერსიტეტს ეწვივნენ, როგორც IN-program პროგრამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორს საქართველოში, რაც, შესაბამისად, გულისხმობს რომ სტუ-ის სტუდენტებს აქვთ დიდი პოტენციალი, ამდენად, ჩვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელება, ეჭვს არ იწვევს, პირიქით, ნორვეგიის მხარე დაინტერესებულია თანამშრომლობით“, - აცხადებს ლენა შატაკიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ნორვეგიის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებისა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატთან სტუ-ის თანამშრომლობის შეჯამებისას აცხადებს, რომ პროექტი, რომლითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებმა ისარგებლეს, წარმატებული იყო.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი ლიდერია სტუდენტთა უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში მობილობის კუთხით. ნორვეგიის სასტიპენდიო პროგრის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულების პროექტში ჩართვა, რაც წარმატებით განხორციელდა. ჩვენი კურსდამთავრებულების ჩართულობა ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამაში, მიუთითებს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლების მიღებაა შესაძლებელი. მინდა მადლობა გადავუხადო ნორვეგიის სამეფოს ელჩს საქართველოში, ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატს და დავადასტურო სტუ-ის მზაობა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მიმართულებით“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

 

სიახლეებში დაბრუნება