სტუ-სა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სტუ-სა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 

სტუ-სა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

27-10-2023
სტუ-სა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტის პრიორიტეტი მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის უზრუნველყოფის  გარდა, სტუდენტების დასაქმება და მათი პროფესიონალად ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა სტუდენტისათვის შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის არსებობაა, მიზანი - მაღალკვალიფიციური კადრის მომზადება და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კი სტუდენტებისთვის კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა შესაძლებლობას იყენებს,  ხელი შეუწყოს სტუდენტს გარანტირებული მომავლის შექმნაში. დღეს მორიგ თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რაც გულისხმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, ხელი შევუწყოთ  სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები საქსტატთან ურთიერთობის გზით, გამოცდილებას მიიღებენ, გაივლიან პრაქტიკასა და სტაჟირებას. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს პარტნიორებს და სტუდენტებს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, აკადემიურ პერსონალს თანამშრომლობისთვის. როგორც  გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, სტატისტიკის ეროვნული სამსახური მზადაა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისი გასაუბრების შედეგად, შერჩეული სტუდენტები უზრუნველყოს სტაჟირების გავლისათვის აუცილებელი სათანადო პირობებით, ასევე, საქსტატისათვის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უნივერსიტეტში ჩაატარებენ საჯარო ლექციებს სტუდენტებისათვის აქტუალურ თემებზე.  სამსახური ხელს შეუწყობს საქსტატის მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობას.

 

სიახლეებში დაბრუნება