გრძელდება სტატიების მიღება სტუ-ის სამეცნიერო შრომათა კრებულში „შრომები“ N 1(531) 2024.
· სტატიების მიღება დასრულდება 30 იანვარს,
· კრებული გამოქვეყნდება 30 მარტს.
სტატიების გამოქვეყნება სტუ-ის თანამშრომლებისთვის და ყველა საფეხურის სტუდენტისთვის უფასოა, ჟურნალი არის რეცენზირებადი და რეფერირებადი, მას მინიჭებული აქვს ISSN, DOI, და რეგისტრირებულია Copernicus-ის, Google scholar-ისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკის ”ივერიელის” მონაცემთა ბაზაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ საგამომცემლო სახლის ვებ-გვერდს https://publishhouse.gtu.ge ან შრომათა კრებულის ვებ-გვერდს http://shromebi.gtu.ge, ასევე დაგვიკავშირდეთ ნომერზე : 0322 38 86 32, T 70-50.