საერთაშორისო სიმპოზიუმი

18-03-2009
საერთაშორისო სიმპოზიუმი საინჟინრო და არქიტექტურული მეცნიერებებში ბალკანეთის, კავკასიისა და თურქეთის რესპუბლიკებისათვის
 
თურქეთის სულეიმან დემირელის უნივერსიტეტის საინჟინრო და არქიტექტურის ფაკულტეტის ორგანიზებით თურქეთის ქალაქ ისპარტაში 2009 წლის 22-24 ოქტომბერს გაიმართება საერთაშორისო სიმპოზიუმი საინჟინრო და არქიტექტურული მეცნიერებებში ბალკანეთის, კავკასიისა და თურქეთის რესპუბლიკებისათვის.
სიმპოზიუმი გააშუქებს საინჟინრო და არქიტექტურულ მეცნიერებებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებსა და აუახლეს მიღწევებს. სიმპოზიუმის მიზანია ასევე, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს მნიშვნელოვანი და აქტიური სამეცნიერო და კულტურული ურთიერთთანამშრომლობა აღნიშნულ ქვეყნებს შორის.
 
დედლაინი:
აბსტრაქტების წარდგენის პირველი ეტაპი: 01.05.09
სრული აბსტრაქტების წარდგენა: 03.07.09
რეგისტრაცია: 30.09.09
დეტალური ინფორმაციისათვის:
საკონტაქტო პირი:
პროფ. ნილაი კესკინი (Nilay KESKÝN), დეკანი
საინჟინრო და არქიტექტურის ფაკულტეტი
სულეიმან დემირელის უნივერსიტეტი

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები