ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

13-03-2009
საქართველოს განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სტუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა
 
13 მარტს სტუ-ს საკონფერენციო დარბაზში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეხვდნენ საქართველოს განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბატონ დავით ტყეშელაშვილს და თავმჯდომარეს, ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილს. შეხვედრაზე სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას საგზაო დარგის უახლესი ტექნოლოგიები გააცვნეს.
საგზაო დარგის პოპულარიზაციისა და პრესტიჟის ამაღლების მიზნით საქართვლოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორენდუმის თანახმად სამივე მხარე ერთობლივად გაატარებს ღონისძიებებს მომავალში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ახალი ტექნოლოგიებით უზრუნველსაყოფად. სასწავლო პროცესის უფრო ხარისხიანად წარმართვისა და აღნიშნული დარგის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას შესაბამის ორგანიზაცებში გაივლიან.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები