რუმინეთის მთავრობის სასწავლო გრანტები 2009-2010 სასწავლო წლის

05-03-2009
რუმინეთის მთავრობის სასწავლო გრანტები 2009-2010 სასწავლო წლისთვის
რუმინეთის მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის 2009-2010 სასწავლო წლისთვის  გამოყო სტიპენდია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
რუმინეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებული  სტიპენდია მოიცავს რუმინეთში სწავლის გადასახადს და  ცხოვრების ხარჯებს. პირად  და საერთაშორისო მგზავრობის  ხარჯს ფარავს სტიპენდიანტი.
სტიპენდიის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია
  1. სააპლიკაციო ფორმა ( იხილეთ დანართი)
  2. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
  3. მოკლე ავტობიოგრაფია (CV)
  4. ატესტატის, ბაკალავრის ან მაგისტრის  დიპლომის  და დანართის (ნიშნების ფურცელის)      დამოწმებული ასლი
  5. 4 ფოტოსურათი
  6. დაბადების მოწმობის და თარგმანის დამოწმებული ასლი
  7. პასპორტის დამოწმებული ასლი
აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ  2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული ასლები, ხოლო მეორე ეგზემპლიარი ნოტარიალურად დამოწმების გარეშე.
თუ დასახელებული დოკუმენტაცია არ არის რუმინულ, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე საჭიროა თარგმანის ნოტარიულად დამოწმება.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ვებ- გვერდს: www.mae.ro
 
საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2009 წლის 23 მარტამდე.
 
საკონტაქტო პირი- თამარ მერაბიშვილი-  უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა და  
                                     საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველო
ტელ: 8 32 43 88 79; მობ: 877 175 536;  ელ-ფოსტა: tamarmerabishvili@rambler.ru
 
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები