ესტონეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის

27-02-2009

ესტონეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის

ესტონეთის სახელმწიფოს სტიპენდიის პროგრამამ 2009-2010 აკადემიური წლისთვის გამოყო 2 გრანტი სასწავლო გაცვლით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. სტიპენდია გაიცემა 10 თვის განმავლობაში 2009 წლის სექტემბრიდან 2010 წლის ივლისამდე და არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მიღებას. ამ შემთხვევაში აპლიკანტებს არ მოეთხოვებათ მისაღები გამოცდის ჩაბარება და სწავლის გადასახადის გადახდა.

იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტს სწავლის დასრულების შემდეგ სურს ხარისხის მიღება, მან შესაბამის უნივერსიტეტში დამოუკიდებლად უნდა ჩააბაროს მისაღები გამოცდები ან გასაუბრება (ან სხვა სახის ტესტი, რათა შესაძლებელი გახდეს აპლიკანტის ცოდნისა და უნარების შეფასება). ხარისხის მისღებად სტუდენტმა უნდა გადაიხადოს სწავლის გადასახადი. სტიპენდია არ ფარავს ხარისხის მისაღებად ესტონეთში სწავლის გადასახადს. (დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მიმღები უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტების ოფისებს).

სტიპენდია ფარავს ერთი პიროვნების ცხოვრების ხარჯებს და არ ითვალისწინებს ოჯახის წევრების ხარჯების დაფარვას. მგზავრობის ხარჯები აპლიკანტებმა თავად უნდა უზრუნველყონ.

სტიპენდიის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია

  • სააპლიკაციო ფორმა ვებ-გვერდი: http://mail.rambler.ru/mail/redirect.cgi?url=http%3A%2F%2Fwww.smartestonia.ee%2Findex.php%3Fpage%3D348%26;href
    • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები (CV)
    • ერთი სარეკომენდაციო წერილი
    • ცნობა სასწავლებელი ადგილიდან
    • დეტალური სამუშაო გეგმა
    • დიპლომისა და ნიშნების ფურცლის (დიპლომის დანართის) ნოტარიულად დამოწმებული ასლები
    • მოწვევის წერილი ესტონეთის მიმღები უნივერსიტეტიდან
    • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი

    ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და ორ ეგზემპლარად. აპლიკანტმა მიმღებ უნივერსიტეტს უნდა აცნობოს, რომ მისი კანდიდატურა წარდგენილია სტიპენდიაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე.

    საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2009 წლის 10 აპრილამდე.

    საკონტაქტო პირი- თამარ მერაბიშვილი- უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
    ტელ: 8 32 43 88 79; მობ: 877 175 536;
    ელ-ფოსტა:tamarmerabishvili@rambler.ru


     

    სიახლეებში დაბრუნება

  • ბანერები