საერთაშორისო კონფერენცია ”უწყვეტი გარემოს მექანიკა”

17-07-2007

2007 წლის 26 – 27 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო და საქართველოს საინჟინრო აკადემიები, საქართველოს მათემატიკოსების და მექანიკოსების კავშირები, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოება ატარებენ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პროფესორ ა. გორგიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას ‘’უწყვეტი გარემოს მექანიკა”:

  •  მყარი დეფორმირებადი სხეულის მექანიკა;
  • სითხეების და გაზის მექანიკა;
  • საინჟინრო მექანიკა.

კონფერენცია ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში.

ტექსტური დოკუმენტების გაფორმების მოთხოვნები
თქვენი ნაშრომის კონფერენციის კრებულში განთავსებისათვის აუცილებელია 2007 წლის 1 ოქტომბრამდე საორგანიზაციო კომიტეტში გამოაგზავნოთ სრული ტექსტი, რომლის მოცულობა არ იქნება А4 ფორმატის 5 გვერდზე მეტი ცხრილების, ნახაზების, გამოყენებული ლიტერატურის სიისა და რეზიუმეს ჩათვლით. მოხსენების სრული ტექსტი შესრულებული უნდა იქნეს ინგლისურ, ქართულ ან რუსულ ენაზე Word-is ტექსტური რედაქტორის საშუალებით (ვერსია 97 და ზემოთ) შემდეგი პარამეტრების დაცვით: ქაღალდის ფორმატი-А4 (210X297); მინდვრები: ზემოდან, ქვემოდან, მარცხნიდან, მარჯვნიდან - 20 მმ; შრიფტი - AcadNusx (ქართული ტექსტისთვის), Times New Roman (რუსული და ინგლისური ტექსტებისთვის); შრიფტის ზომა - 10; წითელი ხაზი - 5 მმ; სტრიქონებს შორის ინტერვალი - ერთმაგი. ფორმულები უნდა აიკრიფოს ფორმულების რედაქტორის Microsoft Equation-ის საშუალებით.

პირველი გვერდის ზედა ნაწილში იბეჭდება მოხსენების დასახელება, რომელიც უნდა განთავსდეს ცენტრში. ქვემოთ, ერთი სტრიქონის გამოტოვებით, ასევე ცენტრში, იბეჭდება ავტორის (ავტორების) ინიციალები და გვარი. შემდეგ სტრიქონზე, ასევე ცენტრში - ქალაქი, ორგანიზაცია და ელ. ფოსტის მისამართი, ხოლო ერთი სტრიქონის გამოტოვებით, ფურცლის მთელ სიგანეზე - მოხსენების სრული ტექსტი. მოხსენების ტექსტს საჭიროა ბოლოში თან დაერთოს, აგრეთვე, კონფერენციის სამივე სამუშაო ენაზე შესრულებული რეზიუმე. ტექსტის დაარქივების შემთხვევაში სასურველია გამოიყენოთ "zip" ან "rar" არქივატორი.

მოხსენების სრული ტექსტი სასურველია გამოგზავნოთ საორგანიზაციო კომიტეტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით: burdjanadze@medinserv.ge
დამატებითი ცნობისათვის მიმართეთ ვარლამ ბურჯანაძეს ტელ.(995 32) 960 685


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები