იუბილე

20-12-2008
ტექნიკურ უნივერსიტეტში გიორგი ნიკოლაძის იუბილე აღინიშნა
 
სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პროფესორ გიორგი ნიკოლაძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.
სხდომა გახსნა სტუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა.
სხდომაზე მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოში მეცნიერული კვლევის ფუძემდებელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე;
აღნიშნეს მრავალმხრივ განსწავლული მეცნიერის დიდი ღვაწლი მათემატიკური, ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის დამუშავებასა და მეტალურგიისა და მხაზველობითი გეომეტრიის განვითარებაში; ასევე, შეაფასეს გიორგი ნიკოლაძის როლი ქართული მთასვლელობისა და სპორტის განვითარების საქმეში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები