ვიზიტი

06-11-2008
კარლსრუეს ტექნიკური უნივერსიტეტის საპასუხო ვიზიტი სტუ-ში
 
 
3-6 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. კარლსრუეს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობდა.
 
არქიტექტურისა და სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ჰერვინ შვინგი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ზიგფრიდ კრაინერი კარლსრუეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავალებით უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის მიზნით სტუ-ს ეწვივნენ.
 
კარლსრუეს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუ-ს 20 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. უცხოელი სტუმრების ვიზიტის ფარგლებში, სტუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ პროფესორ არჩილ ფრანგიშვილთან შეხვედრისას განისაზღვრა უნივერსიტეტებს შორის სამომავლო ურთიერთობები, რის საფუძველზეც აღდგება პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლითი და მრავალი სხვა სახის პროგრამა, განახლდება თანამშრომლობა სამეცნიერო პროექტებზე ერთობლივი მუშაობის სფეროში.
 
პროფესორ ჰერვინ შვინგის ვიზიტისას ერთობლივად შემუშავდა და დასრულებული ფორმა მიიღო ახალმა ხელშეკრულებამ. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი და ამ ხელშეკრულებაზე დაფუძნებული მოქმედების პროგრამების შემუშავება.
 
პროფესორმა ჰერვინ შვინგმა 5 ნოემბერს სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, ასევე, მექანიკა-მანქნათმშენებლობისა და სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის კარლსრუეს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები