მიმართვა

13-08-2008

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებრიობას

უკვე რამდენიმე დღეა, რუსული ავიაცია და არტილერია ბომბავს საქართველოს ქალაქებს და სოფლებს, იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები. ქვეყანა, რომელიც ევროპული, ზოგადსაკაცობრიო იდეალების ერთგულია, ამ იდეალებისადმი ერთგულების გამო ისჯება.

კრემლი არ პატიობს ევროპელობას, ფასეულობათა მისეული სისტემა მხოლოდ ძალას აღიარებს და ძალადობაზეა დამყარებული. ბუდაპეშტი 1956, პრაღა 1968, ავღანეთი 1979, ვარშავა 1981, თბილისი 1056, 1989, ვილნიუსი, სოხუმი, ბაქოგროზნო, ბესლანი... ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს.

უკვე რამდენიმე დღეა, რუსული ავიაცია და არტილერია ბომბავს საქართველოს ქალაქებს და სოფლებს, იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები...

ევროპული ღირებულებებს  ქართველი ხალხისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან თავისუფლება და დემოკრატია მისი არსებობის საფუძველია. ისინი გულისხმობს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის, ჩვენი შვილების ღირსეულ მომავალს.

დღეს საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობა მხოლოდ იმის გამო იბომბება, რომ მისთვის წარმოუდგენელია ღირსება თავისუფლების გარეშე.

სამოქალაქო საზოგადოება, თანადგომა, დახმარება, სოლიდარობა... ეს ზოგადსაკაცობრიო, ევროპული მცნებები მისი ცნობიერების უმთავრესი საფუძველიაკრემლში ამ ენაზე არ საუბრობენ.

დღეს ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან ის ადამიანები, რომლებიც ბესლანში ტყვიას უშენდნენ საკუთარ მოქალაქებს, ბავშვებს. ქართულ ქალაქებს და სოფლებს ბომბავენ ისინი, რომლებიც მიწასთან ასწორებდნენ ქაბულსა თუ გროზნოს.

ევროპა დიდხანს დუმდა და დღეს, როდესაც კრემლზე აღმოჩნდა დამოკიდებული, აღმოაჩინა, რომ იძულებულია თვალი დახუჭოს, ქალაქებისა და სოფლების დაბომბვაზე, ქალების, ბავშვების და მოხუცების დაღუპვაზე, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე და იმაზე, რომ სამუდამოდ უნდათ რომ დაგვავიწყონ თავისუფლება, დემოკრატია, ღირსება, თანადგომა, სოლიდარობა...

კრემლში ამბობენ: “სამხრეთში მხოლოდ ერთი მეზობელი გვყავსინდოეთის ოკეანე”.

ხვალ კრემლში იტყვიან: “დასავლეთში ჩვენი მეზობელი ატლანტის ოკეანეა”.

რიგისკენ, ვილნიუსისკენ, ტალინისკენ, პრაღისკენ მიმავალ გზაზე რუსულმა ტანკებმა თბილისი უნდა გაიარონ.

ამ გზაზე მათ ქართული საზოგადოება ეღობება, რომელიც დღეს ისე ერთიანია, როგორც არასდროს.

დავდგეთ ერთად, ვიყოთ სოლიდარულები.

საქართველო ელის თქვენს თანადგომას.

სტუ- აკადემიური საბჭოს სახელით, სტუ- რექტორი, პროფესორი არჩილ მოწონელიძე


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები