სტუ-ს ანსამბლი “მერანი”

03-07-2008
სტუ- ანსამბლმამერანმამონაწილეობა მიიღო დოკუმენტური სერიალის გადაღებებში
 
 
სტუდია “TBC TV”-მ თურქეთ-საქართველოს ისტორიული კავშირებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური სერიალის გადაღება დაიწყო, რომელიც თურქული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის ჯალალ ედ დინ რუმისა და საქართველოს მეფის ასულის თამარ ბაგრატიონის ერთობლივ მოღვაწეობას ეძღვნება.
 
«სერიალის პირველი ნაწილის გადაღებებისას სტუ-ს ანსამბლის “მერანის” შემოქმედებითმა კოლექტივმა და მისმა ქორეოგრაფმა თამაზ კობახიძემ გადამღებ სტუდიას აქტიური თანადგომა გაუწიეს.
 
აღნიშვნის ღირსია თქვენდამი რწმუნებული უნივერსიტეტის ანსამბლის «მერანის» შემოქმედებითი კოლექტივისა და მისი ქორეოგრაფის, ბატონი თამაზ კობახიძის თანადგომა. გადაღებების დროს მოცეკვავეებმა გამოიჩინეს მაღAლი პროფესიონალიზმი და მათი მონაწილეობით გადასაღებ მოედანზე ბრწყინვალედ შესრულდა რამდენიმე ქართული ცეკვა და მხატვრული ელემენტი» - ნათქვამია“TBC TV” სტუდიის გენერალური დირქტორის, მარინე ნეიძის მიერ სტუ-ს რექტორის, პროფ. არჩილ მოწონელიძისთვის გამოგზავნილ წერილში.
 
დოკუმენტურ სერიალს მაყურებელი ოქტომბერში საზოგადოებრივ არხზე იხილავს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები