სასამართლო პროცესი

20-06-2008

სტუ-ში იმიტირებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი გაიმართა

12 ივნისს სტუ- სტუდენტური კლუბისიურისტთა ალიანსისორგანიზებით, სტუ- სტუდენტური თვითმმართველობის და ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართა იმიტირებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი. პროცესი 2007 წელს შემუშავებული ახალისისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისდა მიმდინარე ცვლილებების მიხედვით ჩატარდა.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება უცხოა ქართული პრაქტიკისათვის. მიგვაჩნია, რომ პრაქტიკაში განხორციელებისათვის საზოგადოება და მით უფრო სტუდენტობა კანონპროექტის ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებში აქტიურად უნდა ჩაერთოს.

პროცესში 11 იურისტი სტუდენტი მონაწილეობდა:

მოსამართლე: გიორგი მთიულიშვილი

ბრალდება: თამუნა ურუშაძე ნიკოლოზ ასვანუა გიორგი ლილუაშვილი

დაცვა: ჯარჯი წიკლაური შოთა კახიძე თემურ დუნდუა

პროცესში ასევე მონაწილეობდნენ:

ვახტანგ გაფრინდაშვილი გვანცა კვენეტაძე კარლო სუხიტაშვილი ქეთევან ჩხიკვაძე

პროცესში მონაწილე სტუდენტები სერთიფიკატებს მიიღებენ, ხოლო საუკეთესონი დაჯილდოვდებიან. დაჯილდოება 25 ივნისს სტუ- VI კორპუსის ბიბლიოთეკაში გაიმართება, სადაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით დებატები და ფილმის ჩვენება მოეწყობა.

იურისტთა ალიანსიმადლობას უხდის ზვიად როგავას, ზუხრა მაცაბერიძეს და სტუ_ სტუდენტურ თვითმმართველობას თანამშრომლობისა და პროექტის ორგანიზებაში აქტიური მხარდაჭერისათვის

იურისტთა ალიანსისთავმჯდომარე გიორგი მთიულიშვილი


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები