გამოკითხვის შედეგები

06-06-2008
სტუს 2007 წლის ზაფხულის კურსდამთავრებულთა გამოკითხვის შედეგები
 
წარმოგიდგენთ მონაცემებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  2007 წლის ზაფხულის კურსდამთავრებულ ბაკალავრთა დასაქმების პროცენტული მაჩვენებლის შესახებ
2007 წლის ზაფხულში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი  დაამთავრა 6331 ბაკალავრმა.
    მარტის თვის შემდეგ, სპეციალური ანკეტით რომელიც შევადგინეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციებით, ჩვენს მიერ უშუალოდ გამოიკითხა სტუ-ს 2007 წლის ზაფხულის 565 კურსდამთავრებული.
•სტუ-ს კურსდამთავრებულთა რაოდენობის გათვალისწინებით პროცენტულად გამოიკითხა დაახლოებით 2007 წლის კურსდამთავრებულთა 11.2% (დაახლოებით ყოველი მეათე კურსდამთავრებული)
•ინფორმაცია 2007 წლის ზაფხულის კურსდამთავრებულ ბაკალავრთა დასაქმების მაჩვენებელის  შესახებ გადანაწილდა შემდეგი პროცენტულობით
1.              2007 წლის ზაფხულში კურსდამთავრებულ ბაკალავრთა რა ნაწილი     
  (% რაოდენობა) მუშაობს საჯარო სექტორში?
გამოკითხული კურსდამთავრებულების მიხედვით საჯარო სექტორში მუშაობს გამოკითხულთა 46,89%
2.             2007 წლის ზაფხულში კურსდამთავრებულ ბაკალავრთა რა ნაწილმა               (% რაოდენობა) გაარძელა მუშაობა იქ, სადაც მანამდე მუშაობდა?
ჩვენი გამიკითხვის მიხედვით, მუშაობა იქ, სადაც მანამადე მუშაობდა გააგრძელა კურსდამთავრებულთა 47,6 %-მა
3.        2007 წლის ზაფხულში კურსდამთავრებულ ბაკალავრთა რა ნაწილმა                     (% რაოდენობა) დაიწყო სამსახური მხოლოდ აკადემიური ხარისხის აღების შემდეგ?
 
გამოკითხვის მიხედვით სამსახური მხოლოდ აკადემიური ხარისხის აღების შემდეგ დაიწყო 52,3 %
 
4.         2007 წლის ზაფხულში კურსდამთავრებულ ბაკალავრთა რა ნაწილი (% რაოდენობა) ფიქრობს, რომ სპეციალიზაციის მიხედვით მუშაობს?
გამოკითხულთა 53,43 % ფიქრობს რომ მუშაობს სპეციალობის მიხედვით
გამოკითხვა ჩაატარა:
სტუ- სტუდენტებთან კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის და კარიერის სექტორმა
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები