ბრძანება

30-05-2008

....

«საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი»

_____________________N___________

[საერთაშორისო ტელეპროექტ "ეტალონის"
შტაბის სტუ-ში განთავსებისა და შტაბის საქმიანობაში
უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართვის შესახებ]

  

საერთაშორისო ტელეპროექტ "ეტალონის" შტაბის შექმნისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების მიზნით ვბრძანებ:

  1. განთავსდეს საერთაშორისო ტელეპროექტ «ეტალონის» შტაბი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (III სართული, ოთახი ¹346)

  2. შტაბის საქმიანობის პროცესში ჩაერთონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: სპორტისა და კულტურის ცენტრი და კომუნიკაციების განყოფილება;

  3. დაევალოს სტუ- სპორტისა და კულტურის ცენტრს:

    1. ხელი შეუწყოს და დაეხმაროს შტაბის მუშაობას;

    2. ჩაერთოს და დახმარება გაუწიოს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს;

  1. დაევალოს სტუ- კომუნიკაციების განყოფილებას:

    1. აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკება პროექტის ფარგლებში გადაცემა «ეტალონში» სტუ- მხრიდან მოწვეულ უნივერსიტეტებთან;

    2. შტაბის მუშაობის განმავლობაში პერიოდულად განათავსოს შესაბამისი ინფორმაცია სტუ- ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gtu.ge) და გაზეთ «ტექნიკურ უნივერსიტეტში».

 

საფუძველი: მედიაპროექტ «ეტალონის» ავტორისა და გადაცემის წამყვანის გოჩა ტყეშელაშვილის და სტუ- სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის თემურ დუნდუას წერილები.

 

რექტორი, პროფესორი არჩილ მოწონელიძე


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები