პრეზენტაცია

07-04-2014

ვირტუალური მოდელირების პროექტების პრეზენტაცია

ფიზიკის დეპარტამენტში ვირტუალური მოდელირების პროექტების პრეზენტაცია ჩატარდა 4 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტში ჩატარდა ვირტუალური მოდელირების ცენტრის პროექტების პრეზენტაცია, სწავლების ელექტრონული მეთოდების გამოყენებით. პრეზენტაცია ჩაატარა ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა, ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა. მან საზოგადოებას გააცნო სწავლების ელექტრონული მეთოდები და რეალურ-ვირტუალური, დისტანციურ-რეალური ლაბორატორიები, ელექტრონული გამოცდის ახალი მეთოდები - ე.წ.პროგრამა რეკორდერი. 

ღონისძიება “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” ინიციატივით გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლები: მარსელ რიკუ, კლავდია პირლა, სარა ოლმსტედი, ასევე, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ნინო ოძილაური, ნათია ვერულაშვილი, სტუ-ის ადმინისტრაციის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები