სტუ-ში კორეული ენისა და კულტურის შემსწავლელი სასწავლო ცენტრი იხსნება

სტუ-ში კორეული ენისა და კულტურის შემსწავლელი სასწავლო ცენტრი იხსნება

05-11-2019

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კორეული ენისა და კულტურის  შემსწავლელი სასწავლო ცენტრი იხსნება. 

სასწავლო ცენტრის მიზანია, მსურველებმა  კორეულ ენა და კულტურა უფასოდ შეისწავლონ. 

სასწავლო ცენტრში მიღება შეუძლიათ  საქართველოში აკრედიტირებულ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს და სხვადასახვა ასაკის მოქალაქეებს.

 გარდა ამისა, მომავალში იგეგმება გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სტუდენტებმა სწავლა კორეის სხვადასხვა უნივერსიტეტებში გააგრძელონ.

კორეული ენისა და კულტურის ცენტრი მდებარეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-10 კორპუსში, მე-2 სართული (მისამართი - საბურთალო, კოსტავას ქუჩა N69;  მთავარი შესასვლელი მე-10 კორპუსში  მე-2 კორპუსის გავლით).  კორეული  ენის ლექციები   კონკრეტული გრაფიკით  ჩატარდება.

საკონტაქტო პირი   სოსო ჩუნთიშვილი  - 593 22 78 01.

 

სიახლეებში დაბრუნება