ყურადღება

01-04-2014
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და უკრაინის მეცნიერების და ტექნოლოგიების ცენტრი  მიერ
 
გამცხადებული ერთობლივი კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ
 
 სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მიზნობრივი კვლევისა და განვითარების ინიციატივის პროგრამის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელსაც ერთობლივად აფინანსებს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი. აღნიშნულ პროექტში რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი  სამეცნიერო მიმართულებებიდან გამოყოფს შემდეგ პრიორიტეტებს:
 
ა) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
ბ) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები;
გ) საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
 
კონკურსის პირობებიდან გამომდინარე:
·         პროექტში მონაწილე ძირითადი პერსონალის არანაკლებ 50%-ისა უნდა იყვნენ მეცნიერები, რომლებიც ადრე მონაწილეობდნენ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში.
·          კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა  პროექტში სულ მცირე ერთი (უმჯობესია 2 ან მეტი) კოლაბორატორის მონაწილეობა მტცუ-ს დამფინანსებელი მხარეებისაგან: აშშ, კანადა, ევროკავშირის ქვეყნები.
·          პროექტში აუცილებელია წამყვანი ორგანიზაციის მონაწილეობა.
·         უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომელიც წარმოდგენილი იქნება რამდენიმე კვლევითი ჯგუფის/ორგანიზაციის მიერ და რომელიც ატარებს ინტერდისციპლინურ ხასიათს.
·         ერთი და იგივე პირი არ შეიძლება მონაწილეობდეს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის ან ძირითადი პერსონალის სტატუსით „მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსში წარმოდგენილ ერთზე მეტ პროექტში.
 
კონკურსში მონაწილეობისათვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გამოეყო კვოტა - 16 ადგილი.  ნომინაციების შეზღუდული რაოდენობის გამო წარსადგენი პროექტების გამოსავლენად ტარდება   შიგა საუნივერსიტეტო კონკურსი, რისთვისაც კონკურსის ნომინანტების პროექტები განიხილება 7, 8 და 10 აპრილს, 11 საათიდან, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის 354-ე ოთახში (მეცნიერების დეპარტამენტი). პრეზენტაციის რეგლამენტია 10 წუთი.
 
განაცხადს  შია საუნივერსიტეტო კონკურსში მონაწილეობისათვის სტუ-ს მეცნიერების დეპარტამენტი  (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის 354-ე ოთახი) მიიღებს ამა წლის 5 აპრილის 14 საათამდე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები