გადაცემა ’’ეტალონი’’

07-05-2008
სტუ- სტუდენტები გადაცემა ’’ეტალონში’’ 
 
3 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ათი სტუდენტი - დავით ყიფშიძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, II კურსი; ვახტანგ მათველაშვილი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, II კურსი; გიორგი მთიულიშვილი, ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, II კურსი; თამარ ცანავა, არქიტექტურის ფაკულტეტი, II კურსი; ელენე დარჯანია, არქიტექტურის ფაკულტეტი, II კურსი; ნოდარ გაგნიძე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, IV კურსი; დათო ჯიქია, ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, II კურსი; გაგა ედიბერიძე, ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, IV კურსი; ნანა შედანია, ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, II კურსი; გიორგი ჭყოიძე, სატრანსპორტო ფაკულტეტი, II კურსი - ერთმანეთს ინტელექტუალურ ტელე-პროექტ ’’ეტალონში’’ შეეჯიბრა.
 
ამ ათი სტუდენტიდან საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ერთს ხვდა წილად. ტელე-პროექტ `ეტალონის` სტიპენდიანტი და გამარჯვებული ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი გიორგი მთიულიშვილი გახდა.
 
გადაცემის ჩაწერა საზოგადოებრივ მაუწყებელში გაიმართა. პროექტის ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა, გადაცემის მსვლელობისას არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საკუთარი მონდომებით, აქტიურობით და ინტელექტუალური პოტენციალით ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. მან მჭიდრო თანამშრომლობისა და თანადგომისათვის დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ არჩილ მოწონელიძეს, ადმინისტრაციას და სტუდენტურ თვითმმართველობას.
 
ჩაწერის პროცესს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფესორი ქეთი ქოქრაშვილი დაესწრო.
 

გადაცემის ჩვენება 11 მაისს, კვირას, 17 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები