ახალი ვებგვერდის დიზაინი

19-03-2014

 

სტუ-ში ახალი ვებგვერდის დიზაინის განხილვა გაიმართა

18 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ს ახალი ვებგვერდის დიზაინის განხილვა გაიმართა, სადაც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა ორი სხვადასხვა მოდელი წარმოადგინეს. 

სტუ-ში ახალი ვებგვერდის დიზაინის განხილვა გაიმართაერთ-ერთი პროექტის ავტორია ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ავთანდილ ჯანჯღავა, მეორის – ამავე ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტთა ჯგუფი, ზურაბ დადიანის ხელმძღვანელობით.

სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს – წარუდგინეს თავ-თავიანთი პროექტები, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. განიხილეს ორივე ვარიანტის დადებითი მხარეები და ხარვეზები. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ახალ ვებგვერდზე სტუდენტები კოორდინირებულად იმუშავებენ, რისთვისაც აღნიშნული ორი ჯგუფი უნდა გაერთიანდეს.სტუ-ში ახალი ვებგვერდის დიზაინის განხილვა გაიმართა


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები