ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი 2019

ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი 2019

04-10-2019

საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს დაესწრნონ.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი და სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამასთან ერთად ახორციელებენ ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს. 

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას.

გარდა ამისა,  მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. 

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. 

ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა, თუმცა, ერთ გუნდში ვერ იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუდენტები. 

პროექტში მონაწილეობისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს  - http://www.tcj.gov.ge/ka/news/497/.

 

სიახლეებში დაბრუნება