“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ახალი ინიციატივა

04-03-2014
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, წყალმომარაგებისა და წყალარინების დარგის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით,   საქართველოს ტექნიკურ უნივერსტეტში  დააარსა კომპანიის სახელობის სტიპენდია.  სტიპენდიის კონკურსი უკვე მეორეჯერ ტარდება.
 
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ „წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ კონკურსში. ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ სტუდენტს კომპანია დაუფარავს სწავლის გადასახადს (ან გადასცემს ფულად ჯილდოს). სტიპენდია სისტემატურ ხასიათს მიიღებს და ჯილდო ყოველი სემესტრის ბოლოს სტუდენტებს გადაეცემა. გარდა ფულადი პრემიისა, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, პრაქტიკული ცოდნა მიიღონ  „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტრენინგცეტრში, რომელიც აღჭირვილია ყველა სახის საინჟინრო საქმიანობის შესასწავლად.
 
პროექტირების კონკურსისმოკლე აღწერა
 
სამშენებლო ფაკულტეტის წყლის რესურსების  გამოყენების, დაცვისა და წყალმომარაგების მიმართულების სტუდენტები, რომლებსაც თეორიული კურსი გავლილი აქვთ, შეისწავლიან „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ დასამუშავებელ წყალსადენის სისტემებს დასახლებულ ადგილებში (დაბა, ქალაქი, სოფელი) და ერთი თვის ვადაში დაამუშავებენ სქემის დონეზე მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხებს.
 
საკონკურსო თემები:
 
1.      კარსტული წყლების ღროულის გამოყენება მარტვილის რაიონის სოფლების წყალმომარაგებისთვის.
2.      ქ. ლანჩხუთის წყალმომარაგებისთვის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.
3.      ქ.თელავის წყალმომარაგების წყლით უზრუნველყოფისთვის მიწისქვეშა წყლების გამოყენება ჯვარი პატიოსანის ხევიდან.
4.     
 
პროექტირების კონკურსის მოსალოდნელი შედეგი:
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალმომარაგების ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა (კომპანია უზრუნველყობს მათ ტრანსპორტირებას საპროექტო ტერიტორიაზე, აგრეთვე, მიაწოდებს ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას პროექტირებისთვის). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ გაუჩნდებათ კომპანიაში დასაქმების პერსპექტივა. მსგავსი პრეცედენტები უკვე არსებობს: შარშან კომპანიამ ამავე ფაკულტეტის 3 სტუდენტი დაასაქმა.  „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი ინიციატივაა ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურის განვითარების შეუქცევადი პროცესების მხარდასაჭერად.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები