სამუშაო ვიზიტი

სამუშაო ვიზიტი

25-09-2019

4-6 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტში  სამუშაო ვიზიტით ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის ( CERN) საერთაშორისო კოლაბორაცია CMS -ს  RPC სუბდეტექტორის ხელმძღვანელი იტალიის ქ. ბარის უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელა პუგლიეზე ეწვევა.

 სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  იტალიელი პროფესორი გაბრიელა პუგლიეზე   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს არჩილ ფრანგიშვილს,  უნივერსიტეტის  მეცნიერებსა და მკვლევარებს  და CMS ექსპერიმენტის ქართული ჯგუფის წევრებს შეხვდება.  

ამასთან, შეხვედრებზე დეტალურად იქნება განხილული უკვე შესრულებული სამუშაოები და დაისახება უახლოესი მომავლის გეგმები.

 

სიახლეებში დაბრუნება