საკონსულტაციო ბიურო

24-02-2014

ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიურო

სტუ-ში TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო ბიურო გაიხსნა24 თებერვალს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში შექმნილი “ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიურო” გაიხსნა, რომლის მიზანია ევროპულ უნივერსიტეტებთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრეების თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი პროექტების განხილვა, სტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება და სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ტექნიკური და ეკონომიკური სახის ინფორმაციისა და მონაცემების ურთიერთგაცვლა; პროფესიული კონსულტაციების ჩატარება ენერგეტიკის სფეროში, ნახშირორჟანგის ემისიებზე, განახლებად და მწვანე ენერგიებზე, ენერგოპროექტებზე; ენერგოკონტრაქტების ანალიზი, საკანონმდებლო და მარეგულირებელი რჩევები, საქართველოში გარემოს დაცვის სამართლის, როგორც სამართლის დარგის განვითარება; საზოგადოებაში გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლება და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

ღონისძიება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა ოთარ ზუმბურიძემ გახსნა. ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიუროს მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროკავშირის წრმომადგენლობის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, დელეგაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბორის იაროშევიჩმა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი; საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე; საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების დეპარტამენტის უფროსი მარიკა არაბიძე; პროექტ “რეგენლოს’’ ილიას უნივერსიტეტის კოორდინატორი ი. აღაპიშვილი და სხვა ოფიციალური პირები, ასეევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები.სტუ-ში TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო ბიურო გაიხსნა

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები თემაზე “ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: სინერგიის ძიებაში“ (Trends in Energy & Environment in Georgian & EU: searching synergies). ასევე, გაიმართა დისკუსია.
ბოლოს საზოგადოების წინაშე შემაჯამებელი ანგარიშით წარდგა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიუროს დამკვირვებელი, ჟირონას უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჯ. ვილა.

ბიუროს შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://www.eelcb.com/ .   სტუ-ში TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო ბიურო გაიხსნა


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები