განათლების საერთაშორისო გამოფენა

14-02-2014

განათლების საერთაშორისო გამოფენა

14 თებერვალს გამოფენების ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გაიხსნა განათლების საერთაშორისო გამოფენა – უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-4 საერთაშორისო გამოფენა.
ადგილობრივ და საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც.

გამოფენის დღეებში საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები.
დამთვალიერებელს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, ერთად იხილოს თითქმის ყველა უნივერსიტეტი, გაესაუბროს მათ წარმომადგენლებს და მიიღოს სასურველი ინფორმაცია. სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და წამყვან სპეციალისტებს ექნებათ შესაძლებლობა პირისპირ გაესაუბრონ მომავალ სტუდენტებს, გააცნონ მათი პროდუქტები და სწავლის პირობები.

გამოფენაზე წარმოდგენილი უნივერსიტეტები სტუდენტებს სთავაზობენ სამაგისტრო პროგრამებს, გაცვლით პროგრამებს და დაფინანსების შესაძლებლობებს.

გამოფენა დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს:
- ნახოს ერთად თავმოყრილი ქართული და უცხოური უმაღლესი სასწავლებლები,
- შეადაროს სხვადასხვა ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული პროგრამა და პირობები, 
- მიიღოს საინფორმაციო მასალა და კონსულტაციები,
- დაესწროს ღია კარის დღეებს,
- სასწავლებლების წარმომადგენლები დეტალურად განმარტებას მისცემენ საინტერესო საკითხებზე.

განათლების საერთაშორისო გამოფენა ორდღიანია და 15 თებერვალს დასრულდება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები