საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პრესრელიზი

31-05-2007

30 მაისს გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა, რომელზეც დამტკიცდა იჯარით გასაცემი ტერიტორიების ნუსხა:

  1. კოსტავას N77, VIII კორპუსის სახურავი, ანტენების განსათავსებლად
  2. კოსტავას N77, VI კორპუსის სახურავი, ანტენების განსათავსებლად
  3. კოსტავას N68, II კორპუსი, ცოკოლის სართული, 20 კვ.მ, ქსეროგრაფიული ცენტრის განსათავსებლად
  4. კოსტავას N77, VIII კორპუსი, IX სართული, 37.2 კვ.მ, რადიოსადგურის განსათავსებლად
  5. კოსტავას N77, VIII კორპუსი, VI სართული, 57 კვ.მ, საფიდერო მოწყობილობების განსათავსებლად
  6. კოსტავას N77, VIII კორპუსი, VIII სართული, 37.02 კვ.მ, სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილი ლაბორატორიის განსათავსებლად
  7. კოსტავას N68, I კორპუსი, IV სართული, 410 კვ.მ, კვების ობიექტის განსათავსებლად
  8. კოსტავას N77, VI კორპუსი, I სართული, 48.09 კვ.მ, კვების ობიექტის განსათავსებლად
  9. კოსტავას N77, VI კორპუსი, IV სართული, 40.01 კვ.მ, კვების ობიექტის განსათავსებლად
  10. კოსტავას N77, VIII კორპუსი, I სართული, 113.52 კვ.მ, კვების ობიექტის განსათავსებლად
  11. კოსტავას N77, VI კორპუსი, VI სართული, 39.06 კვ.მ, კვების ობიექტის განსათავსებლად
  12. კოსტავას N71, VII კორპუსი, სახურავი, 171 კვ.მ, სარეკლამო ფარის განსათავსებლად
  13. კოსტავას N77, ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა-ჯიხურები
  14. კოსტავას N77, ადმინისტრაციული კორპუსის დამხმარე შენობა-ნაგებობა, 12 კვ.მ
  15. კოსტავას N77, VI კორპუსის ფასადი, სარეკლამო პლაკატის განსათავსებლად
  16. ნუცუბიძის პლატო, IV მ/რ, ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი, I სართული, 16 კვ.მ, სასურსათო მაღაზიის განსათავსებლად
  17. კოსტავას N77, IV კორპუსი, 64 კვ.მ, საკანცელარიო ნივთების მაღაზიის განსათავსებლად

კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ობიექტების საწყისი წლიური საიჯარო ფასები დადგინება ეკონომიკის სამინისტროს მიერ.

სხდომაზე აგრეთვე დამტკიცდა ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგი, რომლის სახელფასო ფონდი შეადგენს თვეში 36 500 ლარს.

წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომამ განიხილა და დაამტკიცა სტუ-ს ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის 2007 წლის საშტატო განრიგი. აღნიშნულ ინსტიტუტში გათვალისწინებულია 65 საშტატო ერთეული, საერთო თანხით 17 500X12=21 000 ლარი.

განხილულ იქნა სტუ-სა და კავკასიის ბიზნეს სკოლას შორის გაფორმებული ხელკშეკრულების შესრულების საკითხი. ამასთან დაკავშირებით შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის პრობლემას და დასკვნას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. მუშა ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ წარმომადგენლობითი საბჭოს საფინანსო-ეკონომიკური კომისია და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფ. ქეთი ქოქრაშვილი.

სხდომაზე ასევე დამტკიცდა სტუ-ს ეთიკის კოდექსი.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები