საიუბილეო კვირეული

23-12-2013

ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული

23-27 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება. კვირეულის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:

23 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ერთობლივი პროექტის “დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ – ტიხროვანი მინანქარი” პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება (საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. №1); 18:00 საათზე კი ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენა “დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ – ტიხროვანი მინანქარი” (რუსთაველის გამზ. №3). 

24 დეკემბერს, 17:00 საათზე, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება გამოფენა – “ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი”, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან (გუდიაშვილის ქ. №1). 

26 დეკემბერს, 17:00 საათზე, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება გამოფენა “დასავლეთევროპული ფერწერა ექვთიმე თაყაიშვილის საგანძურიდან” (რუსთაველის გმზ. №11).

27 დეკემბერს, 17:00 საათზე, გამოფენაზე “ექვთიმე – 150” წარმოდგენილი იქნება ექსპონატები საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციებიდან. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენა – “საქართველოს არქეოლოგია ძვ. წ. მე-8 ათასწლეულიდან ახ. წ. მე-4 საუკუნემდე” (რუსთაველის გამზირი №3). გარდა ამისა, გაიმართება ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია.

საიუბილეო ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები