თანამშრომლობის მემორანდუმი

13-12-2013

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სტუ-სთან მემორანდუმი გააფორმა

12 დეკემბერს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. დოკუმენტს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მხრიდან ხელი ცენტრის დირექტორმა ნინო ციხისთავ-ხუციშვილმა მოაწერა, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან – რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილმა. სტუ-ის მხრიდან ღონისძიების ორგანიზატორი იყო სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი ანა ფუტკარაძე.

მემორანდუმის მიზანი ისეთი ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელებაა, რომლებიც მიმართულია კვლევის, სამართლის პოპულარიზაციის, საგნმანათლებლო საქამიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ. 

სტუ-ის გარდა, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა ექვსმა რეგიონულმა უნივერსიტეტმა. ესენია: ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის საზღვაო აკადემია.

ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები იუსტიციის სასწავლო ცენტრს ეწვივნენ, მისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ცენტრის მუშაობას გაეცნენ.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები