აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის!

აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის!

05-08-2019

2019–2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სსიპ-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, რომლებიც გაირიცხნენ 2010 წლის 4 თებრევლამდე და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოსვლიდან არ არის გასული 10 წელი, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით. საბუთები მიიღება 1000-და 1600 საათამდე ყოველ დღე შაბათ-კვირის და გამოსასვლელი დღეების გარდა (თბილისი, კოსტავას 77, სტუ–ს ადმინისტრაციული კორპუსი; ოთახი N 350);

აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:                                                                                       

  1. განცხადება;

  2. პირადობის მოწმობის ასლი;

  3. სამხედრო მიწერის მოწმობის ა ასლი (ვაჟებისათვის).

  4. ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;

  5. პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;

  6. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;

  7. საბაკალავრო პროგრამაზე აღდგენის მსურველმა   სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი;

სამაგისტრო პროგრამაზე აღდგენის მსურველმა ბაკალავრის დიპლომის ასლი


 

სიახლეებში დაბრუნება