კონკურსში გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია „ეუროფასადმა“ დააჯილდოვა

კონკურსში გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია „ეუროფასადმა“ დააჯილდოვა

02-08-2019

კონკურსში გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია „ეუროფასადმა“ დააჯილდოვა საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები კომპანია „ეუროფასადმა“ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა.

კომპანიამ არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კონკურსი 2019 წლის 17 აპრილს გამოაცხადა. კონკურსანტებს ჟიურის წინაშე არქიტექტურული პროექტი თემაზე - „ეუროფასადის ახალი ოფისი და შოურუმი“ უნდა წარედგინათ.

კონკურსში გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია „ეუროფასადმა“ დააჯილდოვა კონკურსის მთავარი იდეა სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და რეალურ პროექტზე მუშაობის გამოცდილების შეძენა იყო. გარდა ამისა, კონკურსის მიზანი იყო კომპანია “ეუროფასადის” ახალი შოურუმის ინტერიერის და ფასადის საუკეთესო პროექტის გამოვლენა.

კონკურსში გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია „ეუროფასადმა“ დააჯილდოვა გამარჯვებული პროექტის მიხედვით, კომპანიისთვის შოურუმის ინტერიერი და ფასადი უნდა განხორციელებულიყო.

საკონკურსო პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოეფიქრებინათ და შეესრულებინათ აზომვითი ნახაზი; გეგმის შესაბამისად ინტერიერის ფასადის და რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც 2019 წლის 8 მაისამდე უნდა წარედგინათ.

კონკურსში გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია „ეუროფასადმა“ დააჯილდოვა კონკურსში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები. მათ შორის, სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იყო ჯგუფური პროექტები, სულ ცხრა პროექტი.

კონკურსში გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია „ეუროფასადმა“ დააჯილდოვა ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები გამოავლინეს.

კონკურსში პირველი და მეორე ადგილი სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა დაიკავეს.

გარდა ამისა, კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა, რომლის ავტორები სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტთა ჯგუფია: მარიამ ღვინეფაძე, ანა ნაცვლიშვილი და ნუცა კიკნაველიძე.

მეორე ადგილისთვის განკუთვნილი პრიზი წილად ხვდათ სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფს, რომლის შემა შემდეგი შემადგენლობით: თეო გეგეშიძე, თინათინ ჯანიაშვილი, ნიკა კალანდარიშვილი, თორნიკე დუნდუა.

გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცათ: 1. პირველ ადგილზე გასული სტუდენტი 1500 ლარით დასაჩუქრდა; მეორე ადგილზე 1000 ლარით; მესამე ადგილზე გასულ სტუდენტს კი, 500 ლარი გადაეცა.

სტუდენტური არქიტექტურული კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიება 2019 წლის 11 მაისს, გახოკიძის 2-ში, კომპანია “ეუროფასადის” მომავალი ახალი შოურუმის საპროექტო ტერიტორიაზე გაიმართა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი ნინო იმნაძე; სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი ვასილ ქობულია; კომპანია „ეუროფასადის“ დირექტორი ბესიკ საბაშვილი - ჟიურის თავმჯდომარე; კომპანია “ეუროფასადის” ტექნიკური დირექტორი ანდრეი სლაძევსკი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, არქიტექტორი ზაქარია ქურდიანი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი ნოდარ ამაშუკელი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი გიორგი ჩხაიძე; ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტორი – ლაურა ქუმსიაშვილი; ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის პროგრამის კოორდინატორი ია კუპატაძე. ღონისძიებას ესწრებოდა Fundermax”-ის საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი დანიელ ოლევი.

 

სიახლეებში დაბრუნება