2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობის ვადები

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობის ვადები

27-07-2019 უკვე ცნობილია 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობის ვადები. მობილობის მსურველი პირები ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირებას შეძლებენ 2019 წლის  31 ივლისის 12:00 საათიდან 2019 წლის 21 აგვისტოს 18:00 საათამდე.  

მობილობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ პორტალზე, სადაც  ყველა საჭირო ინსტრუქციაა მოცემული:  
https://students.emis.ge/


მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა - 2019 წლის  27 აგვისტოდან 2019 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.

მობილობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: 
http://www.emis.ge/newss/1916/


 

სიახლეებში დაბრუნება